„რის მიღწევას ცდილობენ ასეთი საზიზღრობით? დამატებითი გრანტი? მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ ხალხის აღშფოთების გამოწვევა? რაიმე პოლიტიკური დივიდენდები? არცერთი. ეს მათი შინაგანი ბუნების გამოაშკარავებაა“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მდინარაძე შვილების თაობის წინააღმდეგ გამოდის.
„ტყუილი, ბოროტება, უსინდისობა, ყველაფრის დამახინჯება - აი ეს არის ამ "ნიუსის" არსი. ეს ღვარძლი რაც ამ ერთ მცირე "ინფორმაციაშია" არა "ოცნების", არა ქართველების, არა ჯანსაღი, ნორმალური ადამიანების წინააღმდეგ, არამედ საერთოდ ყველას წინააღმდეგაა მიმართული. უპასუხო კითხვა იბადება - რის მიღწევას ცდილობენ ასეთი საზიზღრობით? დამატებითი გრანტი? მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ ხალხის აღშფოთების გამოწვევა? რაიმე პოლიტიკური დივიდენდები? არცერთი. ეს მათი შინაგანი ბუნების გამოაშკარავებაა. დაწერეს, გაავრცელეს და კმაყოფილება იგრძნეს. ის კმაყოფილება, რასაც მანიაკი განიცდის. საზოგადოებისთვის ძალიან საშიში ჯგუფია. ნებისმიერ ტერორისტებზე საშიში. ფუი მაგათი უჯიშო ჯილაგი რა ვთქვი!“- წერს გია გაბრიჭიძე.