logo_geo
eng_logo
პეტერ ფიშერი: ოლაფ შოლცმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
- +

10 ივნისი. 2023. 23:15

 

 

ოლაფ შოლცმა დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი Twitter-ზე წერს.

 

„გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, სწრაფი და გაბედული რეფორმების საჭიროება მომდევნო კვირებში. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგების შესახებ საუბრისას აღინიშნა, რომ გერმანია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს ელჩი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner