logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა, გარდა ევროკავშირში გაწევრიანებისა და ნატოს ქოლგის ქვეშ მოქცევისა, მაგრამ ყველა ივიწყებს იმას, რომ დღეს არც ნატოს ქოლგა გვიცავს და არც ევროკავშირის წევრობა
- +

10 ივნისი. 2023. 23:34

 

 

“ჩვენი ოპოზიცია ხან ამბობს იმას, რომ „ქართული ოცნების“ ხელში არ უნდათ კანდიდატის სტატუსი, ხან იწყევლებიან და ძალიან სამარცხვინო, მავნებლურ საქციელებს სჩადიან, რაც აფერხებს ამ პროცესს”, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გვეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ძალიან წინ ვართ ბევრ სახელმწიფოსთან შედარებით, რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენს პარტნიორ უკრაინასა და მოლდოვაზე. ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა, გარდა ევროკავშირში გაწევრიანებისა და ნატოს ქოლგის ქვეშ მოქცევისა, მაგრამ ყველა ივიწყებს იმას, რომ ჩვენ დღეს არც ნატოს ქოლგა გვიცავს და არც ევროკავშირის წევრობა, თუნდაც ეკონომიკური კუთხით. ჩვენი მთავარი მესიჯი, რომელიც პარტნიორებთან მიგვაქვს, არის ის, რომ თანაზიარი ვართ ყველა სანქციისა თუ საერთაშორისო მოქმედებისა, პოლიტიკურ დონეზე, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ყველამ ხმა უნდა მოვიღოთ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“, - განაცხადა ბითაძემ.

 

მისივე თქმით, ივნისის ბოლომდე ყველა რეკომენდაცია შესრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner