logo_geo
eng_logo
დავით ტაბიძე: უმაღლესი კატეგორიის სტადიონები გვაქვს და ქვეყანას შეუძლია ნებისმიერი დონის საფეხბურთო მატჩი მიიღოს მომავალში
- +

11 ივნისი. 2023. 00:01

 

 

უმაღლესი კატეგორიის სტადიონები გვაქვს და ქვეყანას შეუძლია ნებისმიერი დონის საფეხბურთო მატჩი მიიღოს მომავალში, - ამის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ტაბიძემ „ქრონიკაში განაცხადა.

 

მისი თქმით, ოთხი სრულიად ახალი საწვრთნელი ბაზა აშენდა, სადაც დღეის მდგომარეობით ჩამოსული გუნდები დაიწყებენ მოსამზადებელ ვარჯიშს.

 

„მსგავსი დონის ტურნირი საქართველოში პირველია, რომელიც ტარდება ფეხბურთის მიმართულებით 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი და მინდა დაგიდასტუროთ, რომ სრული მზადყოფნა როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე ადმინისტრაციული და ლოჯისტიკური კუთხით ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად. ჯამში მუნიციპალური განვითარების ფონდმა ერთი წლის განმავლობაში შეძლო და სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ სათამაშო მოედანს, ოთხი სრულიად ახალი საწვრთნელი ბაზა აშენდა, სადაც დღეის მდგომარეობით ჩამოსული გუნდები დაიწყებენ მოსამზადებელ ვარჯიშს. სამი ტექნიკური ბაზა გარემონტდა მარტო თბილისის ტერიტორიაზე. ჯამში 10 სტადიონის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია მოხდა. შეიცვალა საფარი, ტექნიკური ყველა საკომუნიკაციო არხი, სკამები, დაყენდა ახალი ტურნიკეტები, რათა მართვა იყოს უფრო იოლი და ასევე მომხმარებლისთვის იყოს უფრო იოლი შესვლა ბილეთების ელექტრონული სისტემის მეშვეობით. შესაბამისად განათება, გახმოვანება, ტაბლოები და მინდა გითხრათ, რომ ყველა დონის სტანდარტს აკმაყოფილებს აღნიშნული სტადიონები. ნებისმიერი დონის თამაშის მიღება არის შესაძლებელი ოთხ ძირითად სტადიონზე. რეალურად ოთხივე სტადიონი არის უეფას მეოთხე კატეგორიის. ანუ, უმაღლესი კატეგორიის სტადიონები გვაქვს და ქვეყანას შეუძლია ნებისმიერი დონის საფეხბურთო მატჩი მიიღოს მომავალში“, - აღნიშნა დავით ტაბიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner