„უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ევროკომისიისგან ითხოვს, ხელი შეუშალოს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსატომის“ გადაწყვეტილებას, უნგრეთში ატომური ელექტროსადგური „პაკშ“-ის მშენებლობის შესახებ. მაისის თვეში ევროკავშირმა ნება დართო „როსატომს“ აღნიშნული პროექტის გაგრძელებაზე“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო, არ ეთანხმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას უნგრეთთან დაკავშირებით. მან ასევე მოიხმო სიიარტოს სიტყვები, რომ ევროკავშირის ესკალაციის საფრთხე დღითიდღე იზრდება.
„უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი, ითხოვს ევროკომისიისგან, ხელი შეუშალოს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსატომის“ გადაწყვეტილებას, უნგრეთში ატომური ელექტროსადგური „პაკშ“-ის მშენებლობის შესახებ. მაისის თვეში ევროკავშირმა ნება დართო „როსატომს“ აღნიშნული პროექტის გაგრძელებაზე. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, განაცხადა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოსა და ინსტიტუტის მხრიდან არის აღნიშნული პროექტის ხელის შეშლის მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ ატომური ენერგეტიკის სფეროს სანქციები არ ეხება.
იმ დროს, როდესაც გერმანიის მთავრობა AES „პაკშ-ისთვის“ აჭიანურებს ტექნოლოგიური პროცესების მართვის სისტემა Siemens-ის მიწოდებას, მოიძებნა ალტერნატიული მიმწოდებელი ფრანგული კომპანია Framatome-ის სახით. ამავდროულად Reuters-ის ბოლო მონაცემებით, უნგრეთმა და ჩეხეთმა გაზარდეს რუსული ნავთობის შესყიდვა ნავთობსადენ „დრუჟბას“ სამხრეთ განშტოების მეშვეობით. უნგრეთმა უკვე შეუკვეთა რუსეთს ივნისის თვეში Urals-ის მარკის 900 ათასი ტონა ნავთობი (მაისში შეისყიდეს 750 ათასი ტონა). ხოლო ჩეხური კონცერნი Unipetrol-ი (მფლობელი - პოლონური PKN Orlen) გეგმავს ივნისში 430 ათასი ტონის შესყიდვას (მაისში შეისყიდეს 400 ათასი ტონა).
რაც შეეხება სანქციების მე-11პაკეტისთვის დადებულ ვეტოს, პეტერ სიიარტომ განაცხადა: „ყველასთვის ნათელია, რომ სანქციები ჩავარდა“. მისივე თქმით, „უკრაინის კონფლიქტის სამხედრო გზით დასრულების თაობაზე აშშ-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ევროპელებმა მისცეს ვაშინგტონს შესაძლებლობა, მოეხდინა მათი პროვოცირება საკმაოდ არაგონივრული გადაწყვეტილების მისაღებად“.
ბუდაპეშტში მიმდინარე მშვიდობის საერთაშორისო ფორუმზე, პეტერ სიიარტომ ასევე ბრძანა: „გარდა იმისა, რომ ევროპაში მიმდინარეობს ომი და იღუპება ხალხი, ამ ომის გამანადგურებელი ეკონომიკური შედეგები ყველაზე მკაფიოდ ისახება აქ, ევროკავშირში. ომის დაწყებიდან 15 თვის შემდგომ მისი ესკალაციის საფრთხე მხოლოდ იზრდება, ხოლო ევროკავშირის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა აშშ-თან მიმართებაში შემცირდა“, - წერს დავით ქართველიშვილი.