ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ გახდა. ინგლისური გუნდი გადამწყვეტ თამაშში „ინტერს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ფინალს სტამბოლის ოლიმპიურმა სტადიონმა უმასპინძლა.
თამაშში ერთადერთი გოლი როდრიგომ გაიტანა. „მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო, „ინტერმა“ კი ეს ტიტული ბოლოს 2010 წელს მოიპოვა.