logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრმა საგურამოში სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა
- +

11 ივნისი. 2023. 12:46

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საგურამოში კავშირგაბმულობისა და უზრუნველყოფის ცენტრისა და ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 202-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან, გენერალური შტაბის უფროს, გენერალ-მაიორ ჯონი ტატუნაშვილთან და უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჯუანშერ ბურჭულაძე ადგილზე გაეცნო ბაზაზე დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

 

სამხედრო ბაზაზე ლაზარეთს, სასადილოსა და გამშვებ პუნქტს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. დასრულებულია ყაზარმის რეაბილიტაციაც, სადაც შეიცვალა სახურავი, მოწესრიგდა სველი წერტილები და შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვა. ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო სპორტული დარბაზი. დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად კი, სამხედრო ნაწილში გმირთა მემორიალი დაიდგა.

 

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში საგურამოს ბაზის ტერიტორიაზე დამონტაჟდა ახალი საინჟინრო, საკომუნიკაციო, წყალმომარაგების, ბუნებრივი აირის და ელექტროობის სისტემები. აშენდა სამი საქვაბე, რომელიც შესაბამისი დანადგარებით აღიჭურვა. მოეწყო ეზოს განათებაც. ამჟამად, საგურამოს ბაზაზე მიმდინარეობს შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სარეკრეაციო ზონის მოწყობა.

 

ქართველი სამხედროებისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით დისლოცირებული სამხედრო ქვედანაყოფების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner