„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხსა და ყვარელში, გურამ მაჭარაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების-განჯალა, უზუნთალა, ყარაჯალა, მაწიმი და ქალაქ ლაგოდეხში, კავკასიონის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
კანდიდატმა მათთან შეხვედრისას ბოსტნეული კულტურის ექსპორტისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა უცხოელ ბიზნესმენებთან ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაციის საკითხებზე, რაც ადგილობრივებს მეტ შემოსავალსა და კეთილდღეობას მოუტანს.