logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ვიცე-პრეზიდენტი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ვეტო დავძლიეთ და თუ პრეზიდენტის ვეტო არ დავძლიეთ, მაშინ არ იქნება. მეტი განსხვავება არ არის
- +

11 ივნისი. 2023. 16:17

 

 

„ვიცე-პრეზიდენტი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ვეტო დავძლიეთ და თუ პრეზიდენტის ვეტო არ დავძლიეთ, მისი შენიშვნები გავითვალისწინეთ და იმგვარად მივიღეთ, მაშინ არ იქნება. მეტი განსხვავება არ არის“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დაკომპლექტებაზე საუბრისას განუცხადა.

 

მდინარაძის განმარტებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტსა და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის ერთადერთი არსებითი განსხვავებაა, რომელიც პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატებას გულისხმობს.

 

„ყოველთვის ჩვენკენ იშვერენ ხელს მაშინ, როდესაც ფასებზე, ინფლაციაზე, დევალვაციაზე მიდის საუბარი და ეროვნული ბანკი არავის ახსენდება. ამ დროს როცა იქ პრობლემებია და ჩვენ ამ პრობლემების დალაგებას ვაპირებთ- როგორ თუ გავბედეთ ამის დალაგება. წარმოუდგენელია სერიოზულად გააკრიტიკო ვეტოს დაძლევის სურვილი იმიტომ, რომ პრეზიდენტის შენიშვნებსა და, თუ ვეტო დავძლიეთ, კანონპროექტში და შემდეგ უკვე კანონში რა განსხვავებაა იცით? ერთადერთი განსხვავებაა, პირველი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა და თანამდებობა იქნება თუ არ იქნება. წარმოიდგინეთ, რაც არ უნდა ჩაჰყვეთ, გარანტიას გაძლევთ, იქ არსებითი განსხვავება არის მხოლოდ ერთი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner