logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტში „კავთობასთან“ დაკავშირებით დოღი გაიმართა
- +

11 ივნისი. 2023. 17:28

 

 

11  ივნისს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევის მიმდებარედ, ე. წ. „იორამის გორას" მიდამოებში  სოფლის დღესასწაულთან „კავთობასთან“ დაკავშირებით დოღში შეჯიბრი გაიმართა.

 

შეჯიბრში მონაწილეობდა კასპის  და მცხეთის მუნიციპალიტეტის 14  ცხენოსანი.

 

შეჯიბრში პირველი ადგილი  კასპელმა ლაზარე ონიკაშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილზე მეტეხელი თორნიკე ბოგველი ხოლო მესამე ადგილზე თვალადელი გიორგი კაციაშვილი გავიდა.

 

საპრიზო ადგილზე გასული ცხენოსნები მუნიციპალიტეტის მერიამ თასებით და მედლებით დააჯილდოვა.

 

გამარჯვებულებს მედლები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა გადასცეს.

 

დღევანდელი ღონისძიება მიეძღვნა ქართული ტრადიციების აღდგენას და მის დამკვიდრებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner