logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ქართული დამწერლობა და ქართული ანბანი არის ჩვენი სულიერების ნაწილი
- +

11 ივნისი. 2023. 20:08

 

 

რატი იონათამიშვილმა ქართული ანბანის შესახებ „ფრანკლინის კლუბის“ ვიდეო შეაფასა. ამ თემაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

„ქართული დამწერლობა და ქართული ანბანი არის ჩვენი სულიერების ნაწილი. ის არის იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული და როდესაც ეს ადამიანები ებრძვიან ქართულ დამწერლობას, სინამდვილეში ებრძვიან ქართულ იდენტობას და ამით საკუთარ რეალურ მიზნებს ასაჯაროებენ. ახლა ვიდეოს წაშლით, ცხადია, ვერაფერ უშველიან და ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ სინამდვილეში ისინი უტევენ იმას, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია - იქნება ეს ქართული დამწერლობა, იქნება ეს ჩვენი ეკლესია თუ ჩვენი დამოუკიდებლობა და თვითმყოფადობა“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

 

„ფრანკლინიკის კლუბმა“ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც კითხვის ნიშნის ქვეშ მსოფლიო დამწერლობის რაოდენობას აყენებს. კერძოდ, ამტკიცებს, რომ მსოფლიოში იმაზე უფრო მეტი დამწერლობაა, ვიდრე აქამდე ვიცოდით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner