logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი „ფრანკლინის კლუბის“ მიერ ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას ეხმიანება
- +

11 ივნისი. 2023. 20:21

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი „ფრანკლინის კლუბის“ მიერ ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას ეხმიანება.

 

„ყველა კარგად ხვდება, რომ ეს ყველაფერი მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული იდენტობის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველანი ყურადღებით ვიყოთ, რათა ასეთ რაღაცებს ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილად არ ჰქონდეს ადგილი და არ ეცადონ ჩვენს შვილებსა და ახალგაზრდობას ეს აზრი თავს მოახვიონ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

„ფრანკლინის კლუბი“ ამჯერად კითხვის ნიშნის ქვეშ მსოფლიო დამწერლობის რაოდენობას აყენებს. ფრანკლინის კლუბი, რომელიც მეცნიერებაზე უფრო მეტად, „გუგლის“ საძიებო სისტემას ენდობა, ამტკიცებს, რომ მსოფლიოში იმაზე უფრო მეტი დამწერლობაა, ვიდრე აქამდე ვიცოდით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner