logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი კისისხევის მოსახლეობას შეხვდა
- +

4 სექტემბერი. 2016. 14:10



ამომრჩევლებთან შეხვედრას განაგრძობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავსა და ყვარელში, ირაკლი სესიაშვილი. ამჯერად იგი კისისხევის N21 და N53 საარჩევნო უბნის ამომრჩეველს შეხვდა.


ირაკლი სესიაშვილმა შეკრებილ მოსახლეობასთან განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებზე, რთველთან დაკავშირებულ საკითხებზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, სოფლის მეურნეობაში არსებულ პროექტებზე, პროფესიულ განათლებასა და სხვა აქტუალურ თემებზე ისაუბრა.

 

„სულ მალე თქვენ შეგეძლებათ ადგილობრივი წარმოების ტრაქტორების შეძენა სახელმწიფოს თანადაფინანსებით და შეღავათიან ფასად. წელსვე დაიწყება შხამქიმიკატების ხარისხის მონიტორინგიც, ყოველივე კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებს სოფლის მეურნეობისგან თქვენთვის მიღებულ სარგებელს", - განახაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner