„ქართული ოცნების“ კონფერენციაზე ყაზბეგისა და თიანეთის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს
-
+
11 ივნისი. 2023. 21:22
„ქართული ოცნების“ კონფერენციაზე ყაზბეგისა და თიანეთის ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
მცხეთა-მთიანეთის მხარეში „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები, რომელზეც ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს, დასრულდა.
ყაზბეგის ორგანიზაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ქირიკაშვილი უხელმძღვანელებს; თიანეთის ორგანიზაციას - თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან წიკლაური; დუშეთის ორგანიზაციას - დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კახაბერ ჩიტაური; მცხეთის ორგანიზაციას - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილი.
მცხეთა-მთიანეთის გარდა, „ქართული ოცნების“ კონფერენციები აჭარაში, სამცხე-ჯავახეთსა და თბილისში გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით, სულ 73 პარტიული კონფერენცია ჩატარდება.