logo_geo
eng_logo
კიმ ჩენ ინმა ჩრდილოეთ კორეაში თვითმკვლელობები აკრძალა
- +

11 ივნისი. 2023. 23:08

 

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა გამოსა ბრძანება, რომელშიც თვითმკვლელობა „სოციალიზმის ღალატის“ აქტად არის აღიარებული. ამის შესახებ რადიო Free Asia წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

 

სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით, შარშანდელთან შედარებით, 2022 წელს ჩრდილოეთ კორეაში თვითმკვლელობების რაოდენობა 40%-ით გაიზარდა. თვითმკვლელობების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში სიღარიბე და შიმშილია. წერილების ნაწილში ადამიანები ასევე მმართველ რეჟიმს აკრიტიკებდნენ.

 

კიმ ჩენ ინმა თვითმკვლელობას „საზოგადოებისადმი გამოწვევა და ქვეყნის ღალატი“ უწოდა. სუიციდების რაოდენობის ზრდაზე პასუხისმგებლობა რეგიონულ ხელისუფლებას დააკისრა და პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner