logo_geo
eng_logo
„ბეჭდების მბრძანებლის“ ავტორის წერილი აუქციონზე გაიყიდება
- +

11 ივნისი. 2023. 23:36

 

 

აუქციონზე Bonhams ბრიტანელი მწერლის, საკულტო საგის „ბეჭდების მბრძანებელი“ ავტორის, ჯონ ტოლკინის წერილი გაიტანეს, რომელიც 1955 წლით თარიღდება. ინფორმაცია ამის შესახებ აუქციონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ლოტის აღწერაში ნათქვამია, რომ წერილის ადრესატი მის ფ. ლ. პერია - ავტორის ერთ-ერთი პირველი თაყვანისმცემელი, რომელიც მას „ბეჭდების მბრძანებლის“ შესახებ სწერდა. საპასუხო წერილში ტოლკინი ტრილოგიაზე მუშაობის პროცესზე წერს და მოგზაურობებზე საუბრისას საკუთარ თავს ჰობიტს (ტოლკინის გამოგონილ სამყაროში მცხოვრები არსებები) ადარებს.

 

„ზოგადად არცთუ ისე ძალიან მიყვარს ხალხი, ამიტომ ცარიელ ქვეყნებზე ვოცნებობ. მაგრამ მორცხვი ვარ და არა ისეთი მამაცი, როგორც ჩემი სურვილები. როდესაც ჩნდება პერსპექტივა შევხვდე სირთულეებს და უარის თქმა მომიწიოს ნაცნობ საჭმელსა და თამბაქოზე, შფოთვის გარდა სხვას ვერაფერს ვგრძნობ“, - წერს ავტორი და დასძენს, რომ ასეთი დახასიათება ჟღერს როგორც „ჰობიტის ზუსტი აღწერა“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner