logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი სტატუსის მინიჭებაზე: ვერვინ იტყვის, რომ ჩვენ ზურგი შევაქციეთ - დამისახელონ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ან მთავრობის წევრი, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირში არ გვინდა, ან უარს ვამბობთ
- +

12 ივნისი. 2023. 00:23

 

 

რატომ არ მოენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, ამაზე სამართლიანი პასუხი არ არსებობს. პოლიტიკურად ასე გადაწყდა. როგორ შეიძლება მე, ან საქართველოს, მათ გადაწყვეტილების მიღებაში რაიმე როლი მქონდეს?!, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველო მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას აგრძელებს.

 

„ისინი მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე. ჩვენ რეკომენდაციებს ვასრულებთ. ქვეყანამ მადლიერება გამოხატა პერსპექტივის მონიჭებისთვის.

 

ჩვენ მადლობას ვუხდით ამ შეფასებისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას და უკან არ ვიხევთ. გამოჩნდა კიდევაც, რომ პირველები ვართ ამ დავალების შესრულებაშიც. ვერვინ იტყვის, რომ ჩვენ ზურგი შევაქციეთ. დამისახელონ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ან მთავრობის წევრი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ ევროკავშირში არ გვინდა, ან უარს ვამბობთ ევროკავშირზე? მსგავსი არ ყოფილა. ჩვენ იქეთ უნდა წავიდეთ - ჩვენ მოთხოვნებს ვასრულებთ, გვინდა წევრობა“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner