logo_geo
eng_logo
გიორგი კალანდარიშვილი: 29 აპრილს 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის შუალედური არჩევნები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ტექნოლოგიურ ინტერვენციას მნიშვნელოვანი სიკეთის შემოტანა შეუძლია საარჩევნო პროცესში
- +

12 ივნისი. 2023. 00:57

 

 

რამდენიმე კვირის წინ, 29 აპრილს ჩვენს ქვეყანაში, 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდა სხვადასხვა ტიპის შუალედური არჩევნები, რომლებმაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ამ ტექნოლოგიურ ინტერვენციას მნიშვნელოვანი სიკეთის შემოტანა შეუძლია საარჩევნო პროცესში, - ამის შესახებ გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, ახალი სისტემის პირობებში, ამ არჩევნებზე ცესკოს წინასწარი მონაცემები უკვე ათის ნახევარზე ჰქონდა, რაც არის უპრეცედენტო შემთხვევა ქართული არჩევნების ისტორიაში.

 

მან ასევე განმარტა, რომ პროცესი მაქსიმალურად დაცულია კიბერჩარევისგან, რადგან ხმის დამთვლელი აპარატები არ საჭიროებს ინტერნეტის გამოყენებას.

 

„იმისთვის რომ მაქსიმალური ნდობა იყოს უზრუნველყოფილი ამ აპარატებთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლიდან ვნახეთ, რომ ხმების მთვლელი აპარატები არის უტყუარი და სანდო და აზღვევს ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ შეცდომებს, დღეს პროცესში მაინც გათვალისწინებული არის ხელით გადათვლის კომპონენტი. ეს, თავის მხრივ, სძენს პროცესს დამატებით საჯაროობას, გამჭვირვალობას.

 

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ხელით გადაითვლიან შედეგებს და ყველას ექნება აუდიტირების შესაძლებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ აპარატიდან ამობეჭდილი ქვითრისა და მატერიალური ოქმის გადადადრება მოხდება და ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ცდომილება არის მინიმალური. 78 ბიულეტენი გადავიდა ბათილი ბიულეტენებიდან ნამდვილ ხმებში, რაც არის ძალიან მცირე პროცენტი“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner