logo_geo
eng_logo
თემურ ხუბულური: ძლიერი გლეხი, სახელმწიფო ეკონომიკის განვითარების უმთავრესი ბიძგია
- +

4 სექტემბერი. 2016. 14:11



წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"  გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ხუბულური სოფელ ზერტის მოსახლეობას შეხვდა.


 შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივებმა მმართველი გუნდის წარმომადგენელს საკუთარ პრობლემებსა და საჭიროებებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

 

„ზერტის მოსახლეობის უმთავრეს პრობლემას შიდა საუბნო გზების მოპირკეთება წარმოადგენს. 2017 წლის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით უკვე გათვალისწინებულია ზერტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ჩემთვის პრიორიტეტულია ახალგაზრდების როლის გაზრდა სოფლის კეთილმოწყობის საკითხში. 2017 წელს ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით გორის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სპორტული მოედნები მოეწყოს, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. მე ჩემს გუნდთან ერთად მოტივირებულები ვართ რაიონის მასშტაბით ინოვაციების დანერგვისა. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია მოსახლეობასთან მუდმივი დიალოგი, სახელმწიფო სერვისებსა თუ პროგრამებზე სრული ინფორმაციის მიწოდება. ძლიერი გლეხი, სახელმწიფო ეკონომიკის განვითარების უმთავრესი ბიძგია", - განაცხადა თემურ ხუბულურმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner