„რაღაც დამატებითი მექანიზმები რომ აქვთ დაინიცირებული და თითქოს კორუფციას ებრძვიან, ეს ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც ხმას არ იღებენ იმ 1 მლნ 300 ათასზე, რომელიც ლობისტური კომპანიებისთვის არის გადახდილი იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში გაიმართოს აქციები, გამოსვლები, ექიმების პროტესტი და ა.შ.“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ასეთი რეალობას მოწყვეტილი და ორმაგი სტანდარტებით მოქმედი ადამიანებისგან იღებს ინფორმაციას მაგალითად, ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი, რომლისთვისაც საქართველოში სულ სხვა რეალობაა და ამიტომაც მან ორი დღის წინ საქართველოზე საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთა.
„მარინა კალიურანდმა (რომელმაც ცნობილი განცხადებები გააკეთა) ისაუბრა ასევე სააკაშვილის შესახებ, გვარამიას შესახებ. ეს ადამიანი ინფორმაციას იღებს სწორედ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ და აცდენილები არიან რეალობას. ცხადია, კალიურანდისთვის აბსოლუტურად სხვა რეალობაა საქართველოში.
ფაქტებზე უნდა ვისაუბროთ. სააკაშვილი დაავიწყდათ, რომ კვდება და ა.შ.? იმ კანონთან მიმართებაში როცა ვსაუბრობთ, FARA-მ ამხილა 1 მლნ 300 ათასი დოლარი. ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია რომ გამოვიდა ინიციატივით - საჯარო მოხელეების დეკლარირების რაღაც წიაღსვლებში უნდათ შევიდნენ. საჯარო სამსახური არის დამოუკიდებელი ორგანო. საჯარო მოხელეები წლების განმავლობაში მუდმივად ავსებენ ამ დეკლარაციებს და ეს ჩვეულებრივ ამბად არის ქცეული, ყველა მოხელე აკეთებს ამას. რაღაც დამატებითი მექანიზმები რომ აქვთ დაინიცირებული და თითქოს კორუფციას ებრძვიან, ეს ის არასამთავრობო ორგანიზაციებია, რომლებიც ხმას არ იღებენ ამ მლნ 300 ათასზე, რომელიც ლობისტური კომპანიებისთვის არის გადახდილი იმისთვის, რომ მთელი წლის განმავლობაში გაიმართოს აქციები, გამოსვლები, ექიმების პროტესტი და ა.შ.
სამუშაო პროცესი ჩვეულებრივი ამბავია და დარწმუნებული ვარ, რომ უნდა მიმდინარეობდეს. ჩვენ ხომ ვიცით, სად ვართ და რა ნიშნულზე ვართ. ეკონომიკის ისეთი ზრდა უნდა გვქონდეს, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით მათ ჩამოვრჩებით. თუმცა ეკონომიკის ზრდის პროცესი მიმდინარეობს. იგივე, ინსტიტუციების გაძლიერება იქნება სხვადასხვა მიმართულებები ვითარდება. ხომ უნდა ვხედავდეთ განსხვავებას, რა იყო გუშინ და რა არის დღეს. რა თქმა უნდა, კრიტიკის საგანი ყოველთვის იქნება, რადგან ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია.
თქვენ რა გგონიათ, იგივე ბულგარეთში, რუმინეთში, პოლონეთში შიდა პოლიტიკური პროცესები როგორ მიმდინარეობს, რას ეძახიან ერთმანეთს, რა გამოწვევებია ვთქვათ, სასამართლო სისტემაში და ა.შ. მაგალითად, რას ეძახის პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერს და ა.შ. ეს ყველაფერი სამუშაო პროცესია“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.