logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე EUMM-ის ხელმძღვანელს შეხვდა
- +

12 ივნისი. 2023. 12:57

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM ) ხელმძღვანელს, დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბრისას მინისტრმა აღნიშნა EUMM-ის, როგორც ერთადერთი საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის მნიშვნელოვანი როლი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

 

შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner