წინაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე წმინდაწყლის დასახლებაში (ე.წ ვოლოგდის ბინები) მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნისას განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
„ჩემს გორელებთან ერთად სულ მოკლე ხანში ჩვენი ქალაქის შენებას დავიწყებთ, ამისათვის საჭიროა ერთამანეთთან მუდმივი კომუნიკაცია. ვაძლევ პირობას ჩემს ამომრჩეველს, რომ მე ვიქნები მათი პრობლემების გამხმოვანებელი ყველა შესაბამის სტრუქტურაში. ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვხედავ ჩემს ქალაქში როგორ შეიცვალა უკეთესობისკენ ეკონომიკური, სოციალური, ინფრასტრუქტურული, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროები. მოსახლეობას სიტყისა და აზრის გამოთქმის უფლება აქვს, სწორედ ესაა ყველაზე დიდი მონაპოვარი. დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობის ძირითად პრობლემას უმუშავრობა წარმოადგენდა. უმუშევრობის პრობლემის მოგვარება ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევაა, ჩვენ ვხედავთ შედეგს, 4 წლის განმავლობაში ბოლო მოეღო მონოპოლიურ ბიზნესს, შეიქნმა ხელსაყრელი პირობები უცხოელი ინვესტორებისთვის, განვითარდა მცირე და საშუალო ბიზნესი, შესაბამისად შეიქმნა მეტი სამუშაო ადგილი. მე მჯერა, სულ მოკლე დროში, ჩვენი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგად არამარტო ჩემს ქალაქში, არამედ სრულიად საქართველოში აღარ იქნება უმუშევრობის პრობლემა", - განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ.