logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი ბექა ყორშიაზე: ნაცლიბერალურმა პროპაგანდამ, ინდოქტრინაციამ, თავისუფლების გაგებამ ყველაფრის უფლებად, სირცხვილის, რიდის, კრძალვის გაქრობამ, სინდისთან და მორალთან ბრძოლამ შვა ეს ადამიანი
- +

12 ივნისი. 2023. 14:16

 

 

„რა შედეგი გამოიღო სპეცოპერაციამ - ახალი ქართველის გამოყვანის შესახებ, მისი ყველა მახასიათებლით განსახიერებულია ვინმე ბექა ყორშიაში“, - ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი განცხადებით, ლიბერალურმა პროპაგანდამ, ინდოქტრინაციამ და მორალთან ბრძოლამ შვა ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ასაკოვან პირებს პროვოკაცია მოუწყონ და მტკიცებულებების გარეშე გაასამართლონ მხოლოდ იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირის დროს დაიბადა.

 

„რა შედეგი გამოიღო სპეცოპერაციამ - ახალი ქართველის გამოყვანის შესახებ, მისი ყველა მახასიათებლით განსახიერებულია ვინმე ბექა ყორშიაში. ნაც-ლიბერალურმა პროპაგანდამ, ინდოქტრინაციამ, თავისუფლების გაგებამ ყველაფრის უფლებად, სირცხვილის, რიდის, კრძალვის გაქრობამ, სინდისთან და მორალთან ბრძოლამ შვა ეს ადამიანი, რომელმაც 83 წლის როინ მეტრეველს მოუწყო ეს ამაზრზენი, უნიჭო, მდაბიო პროვოკაცია! მავნებლობის გარდა, რომ არაფერი გაუკეთებია, ასეთი არარაობა ასამართლებს ადამიანს მხოლოდ იმიტომ რომ 83 წლის წინ დაიბადა და მაშინ საბჭოთა კავშირი არსებობდა… ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულს უწოდებს და სიტყვით კლავს ასაკოვან ადამიანს! მერე გამოდის მისნაირი მიშას მყვარებელი ექიმად წოდებული დეგენერატი და თვითმკვლელობისკენ მოუწოდებს როინ მეტრეველს… ეს არის საზიზღრობა მეტს ვერაფერს ვარქმევ! ეს არის დანაშაული და მათ შორის სწორედ ამის დასრულებისთვის შეიქმნება დღეს ახალი მოძრაობა, რომელიც ამ ყველაფერს უპასუხოდ არ დატოვებს!!!“ - წერს შაქარიშვილი ფეისბუქზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner