logo_geo
eng_logo
პრემიერი: ვიწყებთ მზადებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, მოგეხსენებათ, 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს
- +

12 ივნისი. 2023. 14:20

 

 

„ვიწყებთ მზადებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, მოგეხსენებათ, 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, ამის თაობაზე დღეს გვექნება მსჯელობა. ჩვენ 100 მლნ ლარი უნდა გამოვყოთ ბიუჯეტიდან და ფესტივალისთვის დავიწყებთ მზადებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად თბილისსა და ბაკურიანში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

 

„ბაკურიანში მოეწყობა ბიატლონის და თხილამურებით რბოლის მოედანი, თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ახალი ინფრასტრუქტურა დაემატება თბილისსა და ბაკურიანს. წელს 25 მლნ ლარი უკვე არის გამოყოფილი, ჯამში 100 მლნ ლარი დაგვიჯდება ამ ფესტივალის ორგანიზება“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner