დღეიდან, მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე, ღვინის აღმართზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება. აღნიშნულ მისამართზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მიმდინარეობს ქვაფენილის რეაბილიტაცია. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.