logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამას ღიადაც აღიარებენ
- +

12 ივნისი. 2023. 16:49

 

 

„რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამას აღიარებენ კიდეც“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან ისაუბრა.

 

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს ქვეყნის იმიჯის შელახვას და საქართველოს ევროინტეგრაციისათვის ხელის შეშლას.

 

„რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამას აღიარებენ კიდეც. „ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა და ამბობდა, ამ ხელისუფლების პირობებში არ გვინდა კანდიდატის სტატუსიო. 2-3 დღის წინ ევროპარლამენტში იყვნენ წასული, უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, ყველა პარამეტრით ეკუთვნის საქართველოს კანდიდატის სტატუსიო, ხოლო ოპოზიცია ამბობდა, არც ერთი მიმართულება არ ვარგა საქართველოში, მაგრამ გვინდა, კანდიდატის სტატუსი მივიღოთო. ასე მოატყუონ საკუთარ ახლობლებს!..“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner