logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: პირველი მოადგილის პოზიცია პარლამენტიდან დაწყებული ყველა უწყებაში, დემოკრატიულ სისტემებში აპრობირებული თემაა და მაინც და მაინც ეროვნულ ბანკში გახდა ის საჯილდაო ქვა, რომელსაც უამრავი სპეკულაცია მოჰყვა
- +

12 ივნისი. 2023. 19:20

 

 

ჩვენ რომ გულწრფელები ვიყოთ, პრეზიდენტის ამ ვეტოს მოტივაციაზე [საუბრისას] შეიძლება ჩვენი პირობაც დავარღვიოთ, რომელიც პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაში ავსახეთ - არ შევდივარ მასთან დისკუსიაში მსგავს თემებზე, იმიტომ რომ მიგვაჩნია, ეს არ არის ეს სახელმწიფოსთვის სასარგებლო დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

 

„ამიტომ, ნუ ვილაპარაკებთ მის მოტივაციებზე, ვისაუბრებ ჩვენს მოტივაციაზე: როდესაც საუბარია ნებისმიერის სახის ისეთ საკითხზე, რომელიც ეხება ინფლაციას, დევალვაციას, ლარის კურსს, ფასებზე, - არავის ახსენდება ეროვნული ბანკი, ხელს იშვერენ ხელისუფლებისკენ და დიახ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს და მით უფრო გვაქვს მაღალი მოტივაცია, რომ ეროვნული ბანკი დაკომპლექტდეს ისე, რომ მათ აიღონ პასუხისმგებლობა მათი კომპეტენციის საკითხებზე. ჩვენ ვიცით, რომ პირველი მოადგილე პარლამენტიდან დაწყებული ყველა უწყებაში, დემოკრატიულ სისტემებში აპრობირებული თემაა და მაინც და მაინც ეროვნულ ბანკში გახდა ის საჯილდაო ქვა, რომელსაც უამრავი სპეკულაცია მოჰყვა. მეტი განსხვავება პრეზიდენტის შენიშვნებს და ჩვენს პოზიციას შორის არ არსებობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner