საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა განაცხადა. რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი საქართველომ დადებითი შედეგით დაიწყოს.
„ძალიან მნიშვნელოვანია პირველ თამაშში წარმატებით ვითამაშოთ. გამოკვეთილი ფავორიტი არ არის ჯგუფში და აქედან გამომდინარე, ყველა თამაში რთული იქნება. მთავარია, რომ ბალანსი დავიცვათ ხვალ და თავდასხმაშიც და დაცვაშიც კარგად ვითამაშოთ. მხოლოდ დაცვაში თამაში წარმატების მიღწევისთვის საკმარისი არ იქნება. რთული თამაში იქნება, თუმცა ავსტრიის არ გვეშინია",- განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.
მისი თქმით, საქართველოს ნაკრებისთვის ყველა დადებითი შედეგი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მისივე თქმით, გუნდს გამოაკლდა გიორგი აბურჯანიაც, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს. ასევე ტრავმის გამო არ იქნებიან ჯაბა კანკავა და ლევან მჭედლიძეც.