logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესი გარკვეულ შეზღუდვებს მოიცავს, გამარტივებული წესი არ ნიშნავს უბრალოდ სიმარტივეს
- +

12 ივნისი. 2023. 21:25

 

 

საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესი გარკვეულ შეზღუდვებს მოიცავს, გამარტივებული წესი არ ნიშნავს უბრალოდ სიმარტივეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, გამოცდა რჩება, თუმცა გადაბარების უფლება აქვს პირს არაერთხელ.

 

ათასჯერ გვილაპარაკია ორმაგ სტანდარტზე ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ისინი თავად საუბრობენ ბევრს საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებულ წესზე და როგორც კი პარლამენტმა ამის შესახებ მსჯელობა დაიწყო, ისინი უკვე ამბობენ რუსეთის მოქალაქეებისთვისო. რა პრივილეგია ექნება რუსეთის, ან რომელიმე ქვეყნის მოქალაქეს, ხომ ვერ მეტყვით? ვერანაირ პრივილეგიაზე ვერ მიმითითებთ, ვერც ისინი მიმითითებენ, რადგან ესეც ცალსახა სპეკულაციაა. უბრალოდ ჰაერში ნასროლი სიტყვებია, როგორც არის მაგალითად საუკუნის აფიორა - რუსული კანონი. ყველაფერს არქმევენ რუსულს, დავალება აქვთ, რომ ილაპარაკონ, რუსული ახსენონ წინადადებაში ოთხჯერ. ამ დონის ფეიკია ესეც. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესი ასევე გარკვეულ შეზღუდვებს მოიცავს, გამარტივებული წესი არ ნიშნავს უბრალოდ სიმარტივეს. 10 წელი ხდება 5 წელი მუდმივი ცხოვრების უფლების შემთხვევაში და ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უცხოვრია საქართველოში და მიიღებს მოქალაქეობას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner