„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი კოდისწყაროს ადმინისტრაციულ ერთეულში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
იგი ამჯერად ჩობალაურის, ნიგოზასა და ყარაფილას სოფლების მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე, რომელმაც დიალოგის რეჟიმში ჩაირა, საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მაკროეკონომიკური სტაბილურობის მაჩვენებლებსა და სოფლის მეურნეობის პრიორიტეტებს.
„მიგრაციასთან ბრძოლა ჩემი ამოცანაა. სწორედ ამიტომ, სოფელში უნდა დაჩქარდეს ინფრასტრუქტურული პროექტები. მსურს მოსახლეობას შევუქმნათ ცხოვრების უკეთესი პირობები, რადგან არ ვხედავდეთ მიტოვებულ სახლებსა და მიწებს", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.