logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: შევაგროვებთ ხელმოწერებს, რომ ჩატარდეს პლებისციტი საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე, კანონით დარეგულირდეს ცილისწამების საკითხი
- +

12 ივნისი. 2023. 23:03

 

 

გთავაზობთ, თქვენთან ერთად გავხდეთ ინიციატორები საყოველთაო პროცესისა, რომელიც საბოლოო ჯამში მოიტანს პლებისციტს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ არასრულწლოვანებში აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა“, - ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა რუსთაველის თეატრში, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, პლებისციტის ჩატარების მიზნით მთელ საქართველოში ხელმოწერები შეგროვდება.

 

„ალბათ არც კი წარმოგედგინათ, რომ მოგიწევდათ ისეთი ჭეშმარიტების მტკიცება, არის ორი სქესი, დედა დედაა, მამა მამაა და ა.შ. წარმოუდგენლად ჟღერდა ალბათ წლების წინ, მაგრამ დღეს ეს სამწუხარო მოცემულობაა, ეს რეალური საფრთხეა. ის ფაქტიც, მაკდონალდის შემთხვევა ამის კიდევ ერთი გაგრძელება და დასტურია. ეს არ არის ცალკეული, ერთი შემთხვევა. მიდის ძალიან სერიოზული მუშაობა, ზეწოლა, რომ რამენაირად შეაღწიონ ბავშვებში, დაურღვიონ მათ ფსიქიკა, იმოქმედონ ჩვენს შვილებზე და ამის პარალელურად მიმდინარეობს ყველა იმ საყრდენის მონგრევა და მოშლა, რაც რეალურად ბავშვს იცავს ამ დამღუპველი იდეოლოგიისგან. ეს არის რწმენა, ძლიერი ოჯახი, ქრისტიანული მორალი. ეს ყველაფერი ხდება კომპლექსურად, რათა ჩვენზე თუ ვერა, ჩვენს მომავალ თაობებზე და ჩვენს შვილებზე მაინც იქონიონ ნეგატიური გავლენა. ამიტომ გთავაზობთ, რომ თქვენთან ერთად გავხდეთ ინიციატორები საყოველთაო პროცესისა, რომელიც საბოლოო ჯამში მოიტანს პლებისციტს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ არასრულწლოვანებში აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა.

 

ჩვენ მოვივლით მთელ საქართველოს, შევაგროვებთ ასეულობით ათას ხელმოწერას და საბოლოო ჯამში დავაყენებთ საკითხს, რომ ჩატარდეს ქვეყანაში პლებისციტი არასრულწლოვანებში, საჯარო სივრცეში, მედიაში ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვის შესახებ. მეორე, კანონით და სამართლებრივად დარეგულირდეს ცილისწამების და შეურაცხყოფის საკითხი. ეს იქნება ორი კითხვა, რომელიც დაისმება ქართული საზოგადოების წინაშე პლებისციტის ფორმით და რომელსაც ქართული საზოგადოება გასცემს შესაბამის პასუხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ვაანალიზებთ, რომ ამ ყველაფრის ასე გაგრძელება ცუდ ფორმებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner