პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე სოციალური ქსელში წერს:
„როინ მეტრეველს თავისი წიგნები - „დავით აღმაშენებელი" და „თამარ მეფე" დაიცავენ.
ყორშიამ იკითხოს - სააკაშვილისა და გვარამიას იმედად დარჩენილმა.
იქნებ იმითაც დაინტერესდეს, როგორ ჩარეცხა მათმა ბელადმა უნივერსიტეტის საუკეთესო პროფესურა და როგორ აირჩიეს, მათ ნაცვლად, უვიცი თუთბერიძე-პაიჭაძეები.
როგორ უგზავნიდა საკონსურსო კომისიებს დედა-დედოფალი გიული ასარჩევთა სიებს.
როგორ იმუქრებოდა მინისტრი ლომაია, ნაჯახით ამოვძირკვავთ უნივერსიტეტსო.
თითქმის ამოძირკვეს.
თუ ბოლომდე - ვერა, ეს იმ თილისმის მადლით, ივანე ჯავახიშვილმა საძირკველში რომ ჩაატანა.
***
და კიდევ: ამ თავისთავად გულისამრევ „სიუჟეტში" ყველაზე შემაშფოთებელი ჟურნალისტის უკიდეგანო სიხარულია (რა კარგად ვატყუებო?! ) - საკუთარი თავით აღფრთოვანებას ნაირგვარი ჟესტითა და შეძახილით რომ გამოხატავს.
***
ზოგჯერ მიკვირს, რამ დააწერინა ისეთი მაღალი ზნეობის ადამიანს, როგორიც მუხრან მაჭავარიანი იყო, ის ერთი სტრიქონი.
ახლა მივხვდი, რომ ყორშიებმა დააწერინეს:
„რა გიხარია, შე შობელძაღლო?!"
***
მეც ისე დავწერე, რომ არ შემრცხვა...
***
კიდევ: ექიმიც რომ თავისნაირი ჰყოლიათ?!
ეს ლევან ფერაძე მართლა ექიმია?!
„რა აქიმი დასნეულდეს"..." - წერს იოსებ ჭუმბურიძე.