logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: როინ მეტრეველს თავისი წიგნები - „დავით აღმაშენებელი" და „თამარ მეფე" დაიცავენ
- +

12 ივნისი. 2023. 23:58

 

 

პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე სოციალური ქსელში წერს:

 

„როინ მეტრეველს თავისი წიგნები - „დავით აღმაშენებელი" და „თამარ მეფე" დაიცავენ.

 

ყორშიამ იკითხოს -  სააკაშვილისა და გვარამიას იმედად დარჩენილმა.

 

იქნებ იმითაც დაინტერესდეს, როგორ ჩარეცხა მათმა ბელადმა უნივერსიტეტის საუკეთესო პროფესურა და როგორ აირჩიეს, მათ ნაცვლად, უვიცი თუთბერიძე-პაიჭაძეები.

 

როგორ უგზავნიდა საკონსურსო კომისიებს დედა-დედოფალი გიული ასარჩევთა სიებს.

 

როგორ იმუქრებოდა მინისტრი ლომაია, ნაჯახით ამოვძირკვავთ უნივერსიტეტსო.

 

თითქმის ამოძირკვეს. 

 

 

თუ ბოლომდე  - ვერა, ეს იმ თილისმის მადლით, ივანე ჯავახიშვილმა  საძირკველში რომ ჩაატანა.

 

***

 

და კიდევ: ამ თავისთავად გულისამრევ „სიუჟეტში" ყველაზე შემაშფოთებელი ჟურნალისტის უკიდეგანო სიხარულია (რა კარგად ვატყუებო?! ) - საკუთარი თავით აღფრთოვანებას ნაირგვარი ჟესტითა და შეძახილით რომ გამოხატავს.

 

***

 

ზოგჯერ მიკვირს, რამ დააწერინა ისეთი მაღალი ზნეობის ადამიანს, როგორიც მუხრან მაჭავარიანი იყო, ის ერთი სტრიქონი.

 

ახლა მივხვდი, რომ ყორშიებმა დააწერინეს:

 

„რა გიხარია, შე შობელძაღლო?!"

 

***

 

მეც ისე დავწერე, რომ არ შემრცხვა...

 

***

 

კიდევ: ექიმიც რომ თავისნაირი ჰყოლიათ?!

 

ეს ლევან ფერაძე მართლა ექიმია?!

 

„რა აქიმი დასნეულდეს"..." - წერს იოსებ ჭუმბურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner