„გალტ & თაგარტი“ ზრუნავს საკუთარ მომხმარებელზე და მიზნად ისახავს, შექმნას უმაღლესი ხარისხის მომსახურება, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტირების პროცესების უფრო სწრაფად და მარტივად განხორციელებას.
სწორედ ამ მიზნით, „გალტ & თაგარტის“ საბროკერო მომხმარებელს განახლებულ „G&T Trader“-ის აპლიკაციას სთავაზობს.
ძველ ვერსიასთან შედარებით კიდევ უფრო სწრაფი და კომფორტული „G&T Trader“-ის პლატფორმა აღჭურვილია უსაფრთხოების დამატებითი ფუნქციონალით, რომლის მეშვეობითაც აპლიკაციაზე წვდომა შესაძლებელია როგორც სახის ამოცნობის სისტემის (Face ID), ასევე თითის ანაბეჭდის სენსორის გამოყენებით.
მომხმარებლის ინდივიდუალურ სურვილებზე მორგებული გამოცდილების შესაქმნელად კი აპლიკაციას აქვს როგორც მუქი თემის (Dark Mode), ასევე თეთრი თემის (White Mode) ფუნქციაც.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. „გალტ & თაგარტი“ მუდმივად აქვეყნებს კვლევებს და პროაქტიულ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას მომხმარებლებს საფონდო ბირჟაზე მიმდინარე სიახლეების შესახებ, რათა ხელი შეუწყოს მომხმარებლის მხრიდან მონაცემებზე დაფუძნებული, ეფექტური და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას. ახალი კვლევების მისაღებად გამოიწერეთ „გალტ & თაგარტის“ ნიუსლეთერი ვებგვერდზე.
ინვესტირების პროცესების კიდევ უფრო გასამარტივებლად „Galt & Taggart“-ის აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ დამხმარე ხელსაწყოებს, როგორებიცაა Screener, Watchlist, Research-ის მოდული, თუ ტექნიკური ანალიზისთვის საჭირო ინდიკატორები და ხელსაწყოები. პლატფორმაში ჩაშენებული Research-ის მოდულის მეშვეობით ინვესტორებს შეუძლიათ პლატფორმიდან გაუსვლელად მიიღონ ინფორმაცია ბაზრის სიახლეებზე, გაეცნონ ფინანსური შედეგების კალენდარს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს ფასიანი ქაღალდების შესახებ ინფორმაციის მოპოვებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ „G&T Trader“-ის აპლიკაცია, რათა ის უფრო მეტად დახვეწილი, სწრაფი და კომფორტული გავხადოთ. განახლებული ფუნქციონალი მოსახერხებელია ყველა დონის გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვის. ძველ ვერსიასთან შედარებით კიდევ უფრო მეტად სწრაფი ოპერაციული სისტემა კი შესაძლებლობას აძლევს კლიენტებს, სულ რამდენიმე წამში განახორციელონ მათთვის სასურველი ოპერაცია,“ - აღნიშნავენ „Galt & Taggart“-ში.
ინფორმაციისთვის, „G&T Trader“-ის პლატფორმა მომხმარებელს აძლევს წვდომას 35,000-ზე მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტზე, 45-ზე მეტ საერთაშორისო ბირჟასა და რეგიონულ, ძნელად მისაწვდომ ფინანსურ ბაზარზე.
G&T Trader-ი ხელმისაწვდომია როგორც iOS-ის სისტემებზე, ასევე ანდროიდზე. აპლიკაციის ჩამოსატვირთად და განსაახლებლად ეწვიეთ Apple App Store-ს დაGoogle Play-ს.