„დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით შექმნილია ჩიხი“, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენი სურვილი იყო, რომ ამ კანონის წარდგენისას და მიღებისას, ცხადად ყოფილიყო მკაფიო რეგულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, როდესაც დღეს მოქმედ კანონში წერია, ვინ ასრულებს პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას და წერია, რომ ასრულებს ვიცე-პრეზიდენტი და ასეთი არის სამი, ამის ნაცვლად იქნება შემოთავაზებული პირველივე ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც გააჩენს ეს კანონი. რაც შეეხება მაგალითად, ქვეყნის პრეზიდენტის კომპეტენციების თითქოსდა შეზღუდვას, ასეთს ინიციატივაში საერთოდ ვერ ნახავთ“, - განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს, მიმდინარე კვირაში დაძლევს.