logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: პრეზიდენტისგან მსგავსი გადაწყვეტილება, ალბათ გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო, მაგრამ სავალუტო ფონდის ბოლოდროინდელი პროგნოზები გაუფასურებას რომ განიცდის, ესეც ახალი ფაქტია
- +

13 ივნისი. 2023. 12:09

 

 

„ინსტიტუცია, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება გაძლიერება, ეს არის ეროვნული ბანკი, რადგან სწორედ მის ხელშია ეკონომიკის სტიმულირების ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი,“ - ასე ეხმიანება თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძე ეკონომიკის ექსპერტ ანდრია გვიდიანის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ეროვნული ბანკის მმართველ არჩილ მესტვირიშვილზე გამოქვეყნებულ წერილს.

 

ანგურიძის განცხადებით, საზოგადოებისგან ეროვნული ბანკის დისტანცირება და მისი ჩაკეტილობა ბევრ გაუგებრობას ქმნის. მისივე თქმით, სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებული ბოლოდროინდელი პროგნოზები „გაუფასურებას განიცდის.“

 

„ინსტიტუცია, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება გაძლიერება, ეს არის ეროვნული ბანკი. რადგან სწორედ მის ხელშია ეკონომიკის სტიმულირების ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი. მაგრამ რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ საზოგადოებისგან მისი დისტანცირება და ჩაკეტილობა ქმნის ძალიან ბევრ გაუგებრობებს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფინანსურ თავკომბალაზეც, რომელიც ქვეყანაში მივიღეთ ეტაპობრივად. პრეზიდენტისგან მსგავსი გადაწყვეტილება, ალბათ, გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო, მაგრამ სავალუტო ფონდის ბოლოდროინდელი პროგნოზები გაუფასურებას რომ განიცდის, ესეც ახალი ფაქტია“, - აღნიშნავს ოთარ ანგურიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner