logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ერთი და იგივე კანონპროექტი გადაეგზავნა დეოლიგარქიზაციაზე ვენეციის კომისიას, თუმცა, უკრაინას ტაში დაუკრეს და საქართველოს შემთხვევაში არ მოსწონთ
- +

13 ივნისი. 2023. 12:12

 

 

„დაიწყება ისტერია და მარტივად გავარკვევთ, რა დავალება მოუვიდათ ჩვენს „ეროვნულ ბენეფიციარებს“ პატრონებისგან“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს.

 

როგორ ქადაგიძე აღნიშნავს, ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებებით გამოჩნდება, თუ რა ახალი დავალება მიიღეს მათ პატრონებისგან.

 

„იუპიტერის და ხარის ამბავი, ხომ იცით? ჰოდა... ერთი და იგივე კანონპროექტი გადაიგზავნა დეოლიგარქიზაციაზე ვენეციის კომისიას, თუმცა, უკრაინას ტაში დაუკრეს და საქართველოს შემთხვევაში არ მოსწონთ... ნეტა რატომ? კითხვაზე პასუხს რადიკალური ოპოზიციის განცხადებებიდან მივიღებთ. დაიწყება ისტერია და მარტივად გავარკვევთ, რა დავალება მოუვიდათ ჩვენს „ეროვნულ ბენეფიციარებს“ პატრონებისგან. ნეტა, რა ნარატივის განვითარებას სთხოვენ? დაველოდოთ...“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner