logo_geo
eng_logo
CNN: უკრაინამ ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის მიერ გადაცემული Bradley-ს 16 ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა
- +

13 ივნისი. 2023. 12:39

 

 

უკრაინამ ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის მიერ გადაცემული Bradley-ს 16 ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ტერიტორიების დაბრუნებას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN დაზვერვის ანალიზზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ტელეკომპანიის ცნობით, Bradley-ის 16 განადგურებული, დაზიანებული და მიტოვებული ქვეითთა საბრძოლო მანქანა თითქმის 15%-ს შეადგენს ამ ტექნიკის 109 ერთეულიდან, რომელიც ვაშინგტონმა კიევს გადასცა.

 

Bradley თითქმის 40 წელია ამერიკული არმიის ქვეითთა მთავარ საბრძოლო მანქანას წარმოადგენს და მასში 10-მდე ჯარისკაცი ეტევა.

 

იანვრის ბოლოს, როდესაც აშშ-დან უკრაინაში Bradley-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტია გაიგზავნა, აშშ-ის არმიის ვიცე-პოლკოვნიკმა, რებეკა დ'ანჯელომ განაცხადა, რომ ჯავშანტექნიკა კიევის კონტრშეტევის დროს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/295083/cnn-ukrainam-bolo-dgeebis-ganmavlobashi-ashshis-mier-gadatsemuli-bradleys-16-javshantransportiori-dakarga?fbclid=IwAR01nM-vXDd6FcdIT2HbuBaul9Q6BXXjLj6sWB52upLqyXgt1k6darqpmeY 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner