logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა
- +

13 ივნისი. 2023. 14:03

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში გაემგზავრა.

 

მთავრობის მეთაური ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს 14 ივნისს, ბრიუსელში გამართავს.

 

ასევე, იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში „ევროპალია“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner