ევროსაბჭოს პრზიდენტმა დონალდ ტუსკმა ჩინეთში „დიდი ოციანის" ფარგლებში განაცხადა, რომ ევროკავშირის უნარი, მიიღოს ახალი ლტოლვილები და ეკონომიკური მიგრანტები, ფაქტობრივად ამოწურულია.
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას ამ ტვირთვის ევროპასთან ერთად განაწილებისკენ მოუწოდა.
„მიგრანტების დახმარების საქმეში მხოლოდ გლობალურ ძალისხმევას შეუძლია რეალური შედეგების მოტანა.
მიგრანტებთან დაკავშირებული სირთულეები მხოლოდ ევროპას არ ეხება და საუბარი მხოლოდ სირიელ თავშესაფრის მაძიებლებზე არ არის. ჩვენ მსოფლიოში 60-70 მილიონ იძულებით გადაადგილებულ პირზე ვსაუბრობთ, ამ მოვლენას ადგილი აქაც და აზიაშიც აქვს", - განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მან საერთაშორისო საზოგადოებას იმ სირთულეებთან გამკლავება სთხოვა, რომლებიც უკონტროლო მიგრაციას იწვევს.