logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: სრული პასუხისმგებლობით მსურს განვაცხადო, რომ ლატვიის პოლიტიკური ისტებლიშმენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ სამშვიდობო პოლიტიკას
- +

13 ივნისი. 2023. 16:04

 

 

ეს განცხადება დიასპორისა და კავკასიის საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარემ და ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

 

ბექა ოდიშარიამ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წლის 8-11 ივნისს ლატვიის რესპუბლიკაში ვიზიტის თაობაზე, სადაც ის ლატვიის რესპუბლიკის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა და ისაუბრა ლატვიაში გამართული შეხვედრების შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ლატვიის სეიმში ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია და მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ამ  ჯგუფს შეემატა სეიმის ახლადარჩეული თავმჯდომარე ედვარდს სმილტენი, რაც ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოხატავს.  ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის სურვილი და ინტერესი ძალიან მაღალია. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ლატვიის პოლიტიკური ისტებლიშმენტი სრული შემადგენლობით უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ტერიტორიულ მთლიანობას და რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ სამშვიდობო პოლიტიკას“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

მან ისაუბრა ლატვიაში გამართული შეხვედრების შესახებ, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მინისტრ დიდზის შმიდტთან, სეიმის კულტურის, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს აგიტა ზარინა-სტურესთან, მიგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ინგმარ ლიდაკასთან.

 

აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა თუ რა მნიშვნელოვანია მეგობრობის ჯგუფების საპარლამენტო ფორმატში თანამშრომლობა და ამ მიმართულებით კოლეგებთან აქტიური მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრები იყო კონკრეტული დარგობრივი მიმართულებების ხელმძღვანელებთან, მთავარი ლეიტმოტივი იყო  საქართველოს სრული პოლიტიკური მხარდაჭერა ევროატლანტიკურ ასპარეზზე. მსურს ამ ტრიბუნიდან, მთელი პარლამენტის და ხელისუფლების სახელით, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ლატვიელ კოლეგებს ჩვენი ქვეყნის მიმართ სწორი ხედვებისა და ძლიერი მხარდაჭერისათვის“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

მისივე თქმით, ყველა შეხვედრაზე საქართველოს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა.

 

აღსანიშნავია სეიმის კულტურის, განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება თანამშრომლობის თაობაზე როგორც ქართველ კოლეგებთან, ასევე შესაბამისი სფეროს მინისტრებთან. აქვე მსურს გამოვეხმაურო ერთ ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა დღეს პლენარულ სხდომათა დარბაზში - აქ იყო გაუგებარი წკავწკავი კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ. მე მათ პასუხს არ გავცემ, სამაგიეროდ საზოგადოებას მსურს ვუთხრა, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე  ეფექტური მინისტრი, რომელიც ღარიბაშვილის კაბინეტის  პოლიტიკის ფარგლებში ძალიან სწრაფად, როგორც სხვა არცერთი წინამორბედი, ასრულებს და მხარს უჭერს ყველა ახალ ინიციატივას და შემოქმედებით ჯგუფებს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner