logo_geo
eng_logo
ანტალიის სანაპიროზე ტურისტული გემი ჩაიძირა
- +

4 სექტემბერი. 2016. 15:55



თურქეთში ანტალიის სანაპიროსთან ტურსტული გემი ჩაიძირა. ამის შესახებ გამოცემა „Daily Sabah" იუწყება.


გემის ჩაძირვის მიზეზად, რომელზეც 86 ადამიანი იმყოფებოდა, ძლიერი ქარი და წვიმები სახელდება.


ანტალიის გუბერნატორის ინფორმაციით, თურქეთის სანაპირო დაცვისა და საზღვაო პოლიციის წარმომადგენლებმა ადგილზე 84 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.


შტორმის გამო, ხომალდის კაპიტანმა პორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით გემმა ჩაძირვა დაიწყო.


ამ დროისთვის, დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი, რომლებიც თურქეთისა და ლიბანის მოქალაქეები არიან.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner