logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე: ყველაზე უპასუხისმგებლო განცხადებაა, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო
- +

13 ივნისი. 2023. 16:41

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში NATOს გენერალური მდივნის იენ სტოლტენბერგს იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, NATO-ს წევრობაზე არ განიხილება.

 

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უბედური ერთი წლის ფონზე, რაც უკრაინის მოსახლეობამ გამოიარა და დღესაც გადის, NATO-ს გენერალური მდივნის მხრიდან ასეთ განცხადებას არ იმსახურებდა.

 

ყველაზე უპასუხისმგებლო განცხადებაა, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო... ახლა უკრაინას ესაჭიროება მკაფიო, ხელშესახები გადაწყვეტილება, მინიმუმ უსაფრთხოების მყარი გარანტია და ამათმა: „ესაო...ისაო...თქვენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ არაო...“ ომს მოიგებთ, მიგიღებთ და თუ არა ხომ ისედაც ვერ მიგიღებთო, ლოგიკის აბსურდი ნახეთ რა... ერთი უბედური წელი ელოდა უკრაინელი ხალხი და ამ პასუხს ნამდვილად არ იმსახურებდა“, - წერს ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner