კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან მიხეილ შაყულაშვილთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან ერთად მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს კასპში, სოფელ აღაიანსა და გოზალოღლებში გაეცნო.
„მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება პრიორიტეტულია, მათ შორის სოფლად მისასვლელი გზების. ასფალტირდება ისეთი გზებიც სადაც დღემდე ასფალტი არასოდეს ყოფილა. ჩვენი მიზანია მოსახლეობამ გადაადგილება კეთილმოწყობილი, კომფორტული გზებით შეძლოს“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.