logo_geo
eng_logo
საპატრიარქო „მაკდონალდსში“ გავრცელებულ ბროშურებზე: მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა
- +

13 ივნისი. 2023. 20:57

 

 

საპატრიარქო „მაკდონალდსის“ ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის შემცველ ბროშურებთან დაკავშირებით პოზიციას ავრცელებს. საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსახლეობის გულისწყრომა სამართლიანია, რადგან საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი ქრისტიანული და კულტურული მემკვიდრეობით ცხოვრობს.

 

„ცნობილი გახდა, რომ „მაკდონალდის“ ქსელში ჰომოსექსუალური შინაარსის საბავშვო სასაჩუქრე წიგნები ვრცელდება. სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია დადასტურდა. აღნიშნულმა ფაქტმა მოსახლეობის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.

 

მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება არის ყალბი ღირებულებების პროპაგანდა, განსაკუთრებით საქართველოში, ისეთ ქვეყანაში, რომელიც თითქმის ორიათასწლოვანი ქრისტიანული სულიერი და კულტურული მემკვიდრეობით ცხოვრობს. რაც მთავარი და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, მოზარდებთან მიმართებით ეს არის ვერაგული და შეფარული საქციელი „მაკდონალდსის“ პასუხისმგებელი პირების მხრიდან. საუბარი ჯანსაღ საკვებზე კი, რომელსაც შეფარვით სულიერი საწამლავი ერევა, არის კარგად გათვლილი მზაკვრობა.

 

შეუძლებელი, მათ არ ესმოდეთ, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა საზოგადოებაში ამგვარ უპატივცემულობას - ქვეყნისა და მისი მოსახლეობის მრავალსაუკუნოვანი სულიერი და კულტურული ღირებულებების, ცხოვრების წესის უგულებელყოფას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner