logo_geo
eng_logo
POLITICO: პუტინი აღიარებს, რომ რუსეთს არ აქვს საკმარისი იარაღი და დრონები
- +

13 ივნისი. 2023. 22:31

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს არ აქვს საკმარისი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა, თუმცა დასძინა, რომ მოსკოვი აძლიერებს იარაღის წარმოებას, რათა შეავსოს ხარვეზი. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა POLITICO ავრცელებს.

 

კრემლში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, პუტინმა აღიარა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას ცხადი გახდა, რომ ბევრი რამის დეფიციტი არსებობს - მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალის, საკომუნიკაციო აღჭურვილობის, თვითმფრინავების, დრონების და ასე შემდეგ“.

 

„ჩვენ გვაქვს ეს, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს საკმარისი რაოდენობით. დრონების გარდა, საჭიროა თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და თანამედროვე ტანკები“, - განაცხადა პუტინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner