აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფორმალურად დააკავეს, რათა ბრალი წაუყენონ საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპი დღეს მაიამის ფედერალურ სასამართლოში მივიდა, სადაც მას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.
დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს.
49-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ფიგურირებს ისეთი პუნქტები, როგორებიცაა „საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა“, „ყალბი ჩვენების მიცემა“, „შეთქმულება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით“.
თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი ბრალს არ აღიარებს და აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივით დევნაში ადანაშაულებს. მაიამის სასამართლოს წინაშე 76 წლის ტრამპი 13 ივნისს უნდა წარდგეს.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს.