logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი ფორმალურად დააკავეს, რათა ბრალი წაუყენონ საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე
- +

13 ივნისი. 2023. 22:48

 

 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფორმალურად დააკავეს, რათა ბრალი წაუყენონ საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენების საქმეზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

 

დონალდ ტრამპი დღეს მაიამის ფედერალურ სასამართლოში მივიდა, სადაც მას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

 

დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდება 37 პუნქტის მიხედვით წარუდგინეს.

 

49-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ფიგურირებს ისეთი პუნქტები, როგორებიცაა „საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვა“, „ყალბი ჩვენების მიცემა“, „შეთქმულება მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლის მიზნით“.

 

თეთრი სახლის ყოფილი ლიდერი ბრალს არ აღიარებს და აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივით დევნაში ადანაშაულებს. მაიამის სასამართლოს წინაშე 76 წლის ტრამპი 13 ივნისს უნდა წარდგეს.

 

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით იუსტიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი წაუყენეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner