logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი „ნაცმოძრაობას“: მენტორული ტონით, მორალური პედისტალიდან გვარიგებთ ჭკუას როგორი კანონები უნდა მივიღოთ - როგორც არ უნდა ილაპარაკოთ ვითომ მაგარმა ფინანსისტებმა, ბანკირებმა, იურისტებმა, ჩვეულებრივი ყაჩაღები ხართ
- +

13 ივნისი. 2023. 23:31

 

 

დღეს ამ დარბაზში მენტორული ტონით, მორალური პედისტალიდან გვამუნათებთ, გვარიგებთ ჭკუას, როგორი კანონები უნდა მივიღოთ, როგორ ვიმოქმედოთ, ვიაზროვნოთ. როგორც არ უნდა ილაპარაკოთ აქ, ვითომ მაგარმა ფინანსისტებმა, ბანკირებმა, იურისტებმა, ერთი ჩვეულებრივი ყაჩაღები ყართ, რომლებსაც გინდათ, ახლა როგორმე გაითეთროთ თავი, - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „ნაცმოძრაობის“ ყოფილ წევრებს რომან გოცირიძეს და ხატია დეკანოიძეს და 2011 წლის ნოემბერში, პარლამენტში შეტანილი კანონპროექტების პაკეტი შეახსენა, რომლის მიზანი, დეპუტატის თქმით, „ქართუ ბანკის“ განადგურება იყო.

 

„კანონპროექტების პაკეტი თქვენმა ძვირფასმა „ნაცმოძრაობამ“ შემოიტანა იმიტომ, რომ გაენადგურებინა ბანკი „ქართუ“. იქამდე გაანადგურეთ „სტანდარტბანკი“ და ამაში შეიძლება თქვენც მიგიძღვით წვლილი ბატონო რომან, ბადრი პატარკაციშვილის ბანკი პირწმინდად მოსპეთ, მე ხომ ეს ყველაფერი მახსოვს, ეს თქვენ არ გსიამოვნებთ. მერე მიადექით „ქართუს“, შეიყვანეთ იქ მმართველები, დაიწყეთ მისი გაკოტრება, დღისით, მზისით, ბანდიტური, ყაჩაღური გზით, დაავალეთ თქვენს ზონდერებს, ნაძირალებს და თავისუფლების მოედანზე გაიტაცეთ ორი მილიონი დოლარი და ერთი მილიონი ევრო, საინკასაციო მანქანა მოიპარეთ საერთოდ და იცით მერე რა აღმოჩნდა? გადის რამდენიმე თვე და ვიღაც ვიგინდარა პროკურორი თქვენი სახელით მიდის ეროვნულ ბანკში და საკორესპონდენტო ანგარიშზე აბრუნებს ამ თანხას. ეს თუ იცოდნენ საქართველოში? თუ არ იცოდით, მე შეგახსენებთ“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

მისივე თქმით, დაახლოებით ორ თვეში, დეპუტატების ზუსტად იგივე შემადგენლობამ პარლამენტში ისევ შეიტანა კანონპროექტების პაკეტი და თავიდან დაარეგისტრირა.

 

„აქ იყო მობრძანებული მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ზონდერბანკირების მთელი შემადგენლობა, რომლებიც თქვენი ხელის ბიჭები და ხელის გოგოები იყვნენ ეროვნულ ბანკში ადეიშვილის უშუალო მეთაურობით. შემოიტანეს იგივე პაკეტი, ზუსტად ერთი ერთში და უკან დააბრუნეს ყველაფერი, იმის მერე რაც ფაქტობრივად პირწმინდად გაანადგურეს ერთი ბანკი, მერე მიაყოლეს მეორე. ეს ადამიანები დღეს ამ დარბაზში მენტორული ტონით, მორალური პედისტალიდან გვამუნათებთ, გვარიგებთ ჭკუას, როგორი კანონები უნდა მივიღოთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, როგორ უნდა ვიაზროვნოთ, არადა, ერთი ჩვეულებრივი რეიდერები ხართ, თქვენც, ქალბატონო ხატია, ახლა რომ ნარნარად მიბრძანდებით ამ დარბაზიდან, თქვენც იქ იყავით იმ ყაჩაღებთან და კაცის მკვლელებთან ერთ ბანდაში გაერთიანებული. ახლა როგორც არ უნდა ილაპარაკოთ აქ, ვითომ მაგარმა ფინანსისტებმა, ბანკირებმა, იურისტებმა, ერთი ჩვეულებრივი ყაჩაღები ხართ, რომლებსაც გინდათ, ახლა როგორმე გაითეთროთ თავი“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner