საქართველო კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის განრიგი ცნობილია. ინფორმაციას კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მოსამზადებელი შეკრება 5 ივლისს, წინასაშეკრებო ვარჯიშებით დაიწყება.
12-13 ივლისს ნაკრები თბილისში, მერიის თასზე ითამაშებს, რომელშიც მონაწილეობას ასევე იორდანიის, ირანისა და მონტენეგროს ნაკრებები მიიღებენ. ამხანაგური შეხვედრები გაიმართება ეგვიპტესთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან და ავსტრალიასთან.
მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე თამაშს კი „ჯვაროსნები“ 26 აგვისტოდან დაიწყებენ.